მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

ფანებს ფული უკან დაუბრუნეს - სიტის ფეხბურთელების სასიამოვნო ჟესტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის ბოლოსწინა ტურის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი სენსაცია ნორვეგიაში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა „ბოდო გლიმტმა“ საკუთარ სტადიონზე „მანჩესტერ სიტი“ 3:1 დაამარცხა. ნამატჩევს როგორც პეპ გუარდიოლა, ასევე მისი შეგირდები უზომოდ იმედგაცრუებულნი იყვნენ. კლუბის ოთხმა ფეხბურთელმა, ბერნარდუ სილვამ, როდრიმ, რუბენ დიაშმა და ერლინგ ჰოლანდმა კი ასეთი შინაარსის ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

„კლუბის ქომაგები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. კარგად ვიცით, რამდენად დიდ მსხვერპლს იღებენ, როდესაც მგზავრობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ მხარდასაჭერად და ისინი ნამდვილად საუკეთესონი არიან. ამჯერადაც ასე მოხდა და ცივ ნორვეგიაში წამოვიდნენ, სანაცვლოდ კი უდიდესი იმედგაცრუება მიიღეს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თითოეულ მათგანს ბილეთში გადახდილი თანხა სრულად დავუფაროთ და ეს უმცირესი რამ არის, რისი გაკეთებაც მოცემულ ეტაპზე შეგვიძლია. დანარჩენზე კი ჯერ „ვულვზთან“, შემდეგ კი „გალათასარაისთან“ საშინაო მატჩებში ვიზრუნებთ“.

ცნობისათვის, სენსაციური მარცხის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე ადგილზე დაქვეითდა და ბოლო ტურში საუკეთესო რვა გუნდს შორის მოსახვედრად საკუთარ სტადიონზე „გალათასარაის“ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით დამარცხება დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რედნაპი: ქინქლაძე სტადიონს მუხტავდა, თუმცა უბურთოდ ვერ ბრწყინავდა
რედნაპი: ქინქლაძე სტადიონს მუხტავდა, თუმცა უბურთოდ ვერ ბრწყინავდა