მარკ გეჰი
Aa
Aa

ოფიციალურად - გეჰი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია

„კრისტალ პალასის“ მცველი, მარკ გეჰი „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. „ქალაქელებმა“ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

25 წლის ინგლისელ ფეხბურთელთან გაფორმებული ხელშეკრულება  2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„სიტი“ ტრანსფერის საფასურმა, ბონუსების გათვალისწინების გარეშე, 20 მილიონი ფუნტი შეადგინა.

გასულ ზაფხულს მცველის ტრანსფერი „ლივერპულში“ 40 მილიონ ევროდ თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გარიგება ბოლო წამს ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ გეჰი „კრისტალ პალასის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავდა. მიმდინარე სეზონში მარკმა 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე ინგლისელის საბაზრო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონარუმა სერია A-ში დაბრუნებაზე ფიქრობს | აგენტი
დონარუმა სერია A-ში დაბრუნებაზე ფიქრობს | აგენტი