მანჩესტერ სიტი მზადაა, გეჰის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს
„მანჩესტერ სიტი“ „კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველის, მარკ გეჰის ტრანსფერზე ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს.
„ქალაქელები“ მზად არიან 25 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. აღსანიშნავია, რომ გეჰის მოქმედი კონტრაქტი „პალასთან“ მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი აღნიშნავს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის პირობების შეთანხმება დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
შეგახსენებთ, რომ გეჰი „კრისტალ პალასის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მარკმა პრემიერლიგის 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე ინგლისელის საბაზრო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.