კრისტალ პალასი, მარკ გეჰი
Aa
Aa

მანჩესტერ სიტის გეჰის ყიდვა იანვარში სურს - თავად ფეხბურთელი უპირატესობას სხვა კლუბებს ანიჭებს

„მანჩესტერ სიტის“ „კრისტალ პალასის“ მცველის, მარკ გეჰის შეძენა იანვარშივე სურს. The Independent-ის ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

25 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, თუმცა „ქალაქელები“ ცდილობენ, გეჰი ახლავე გაიფორმონ, რათა მომავალში თავისუფალი აგენტების ბაზარზე სხვა კლუბებთან კონკურენცია თავიდან აიცილონ.

„კრისტალ პალასი“ მცველს მინიმუმ 35 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა თავად გეჰი უპირატესობას „ლივერპულში“ ან „არსენალში“ გადასვლას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ გეჰი „კრისტალ პალასის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე ინგლისელის საბაზრო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ
მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ