მარკ გეჰი
Aa
Aa

კრისტალ პალასს გეჰის სანაცვლოდ 35 მილიონზე მეტი სურს

ცნობილი გახდა „კრისტალ პალასის“ მოთხოვნები მარკ გეჰის ზამთრის ტრანსფერთან დაკავშირებით.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ გაააქტიურა ინტერესი 25 წლის მცველის მიმართ, იოშკო გვარდიოლისა და რუბენ დიაშის ტრავმების გამო.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, „არწივები“ ამჯობინებენ გეჰის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე და მიიჩნევენ, რომ ეს დაეხმარება მათ დასახული მიზნების მიღწევაში. თუმცა, ლონდონურმა კლუბმა შესაძლოა განიხილოს მოთამაშის ზამთარში გაყიდვის ვარიანტი, თუ მომგებიან შემოთავაზებებს მიიღებს და შემცვლელის პოვნას შეძლებს.

შესაძლებელია „კრისტალ პალასმა“ ფეხბურთელი იანვარში გაუშვას, თუ პოტენციური მყიდველები 35 მილიონ გირვანქაზე მეტს შესთავაზებენ.

„მანჩესტერ სიტი“ იანვრის გარიგებით დაინტერესებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშის გაფორმება 35 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად იქნება შესაძლებელი.

„ქალაქელების“ გარდა, გეჰის მიმართ ინტერესს იჩენენ ასევე „ლივერპული“, „ბაიერნი“ და „რეალი“.  ინგლისელის აგენტებს „ბარსელონას“ წარმომადგენლებიც შეხვდნენ, თუმცა ამ ტრანსფერზე მუშაობის გაგრძელებას არ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ გეჰი „კრისტალ პალასის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამ დაძაბა ვითარება - ამორიმის წასვლის მიზეზები
რამ დაძაბა ვითარება - ამორიმის წასვლის მიზეზები