მანჩესტერ სიტის მარკ გეჰის დამატება სურს
„კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველი, მარკ გეჰი „მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო სამიზნე გახდა.
25 წლის ფეხბურთელმა, ზაფხულში „ლივერპულში“ გადასვლის ჩაშლის შემდეგ, გადაწყვიტა არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის 30 ივნისს იწურება და ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
როგორც The Times-ი იუწყება, „ქალაქელები“ გეჰის თამაშს ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდნენ და ახლა მარკი გახდა „სიტის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე, რომელიც ზაფხულში დაცვის ხაზის გადახალისებას გეგმავს.
„მანჩესტერ სიტის“ მცველი, ჯონ სტოუნზი, რომლის კონტრაქტი ზაფხულში იწურება, მიიღებს შეთავაზებას ხელშეკრულების გასაგრძელებლად, თუ შეძლებს ფორმის აღდგენასა და სტაბილურად თამაშს.
ნათან აკე ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ იყო, ხოლო მანუელ აკანჯი „ინტერშია“ იჯარით – ორივე 30 წლის მცველი „სიტის“ ზაფხულში დატოვებს.
ამასთან დაკავშირებით, გეჰის ტრანსფერი ზაფხულში იდეალური ვარიანტია პეპ გვარდიოლას გუნდისთვის, თუმცა „კრისტალ პალასი“ მზად არის, ფეხბურთელი უკვე ზამთარში გაყიდოს, რათა რაიმე თანხა მიიღოს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკის მიმართ ინტერესს იჩენენ ასევე „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“.
შეგახსენებთ, რომ გეჰი „კრისტალ პალასის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.