გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა | ორლანდო 27 ქულით დამარცხდა

NBA-ში, რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი შინ შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფლორიდელებისთვის წარუმატებელი გამოდგა და სტუმრებმა 27-ქულიანი უპირატესობით, 97:124 გაიმარჯვეს.

გოგა ბითაძე ამჯერად სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, თამაშში სკამიდან ჩაერთო. მწვრთნელმა 11:32 წუთი ათამაშა. ქართველმა ლეგიონერმა ქულების მოპოვება ვერ შეძლო, მის აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა.

ამ მატჩში ყველაზე შედეგიანი გოგას თანაგუნდელი პაოლო ბანკერო იყო, მის აქტივში 23 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასია.

აღნიშნული მარცხის შემდეგ ორლანდო მეჯიქს 23 მოგება და 20 წაგება დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ჯამალ მოსლის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციაზეა. ორლანდო რეაბილიტაციას საკუთარ კედლებში შეეცდება. გუნდი მომდევნო მატჩს 25 იანვარს, შინ კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები