„ნეგატივზე საუბრის დრო არ არის!“ - რა თქვა ენრიკემ ჩელსისთან მატჩის წინ
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ენრიკემ:
კარგ ფორმაში ვართ და მოტივაცია გვაქვს. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და მოუთმენლად ველით, „პარკ დე პრანცზე“, ბრწყინვალე ატმოსფეროს წინაშე როდის ვითმააშებთ. ბოლო შეხვედრა ჩვენი გულშემატკივრებისთვის იმედგამაცრუებელი იყო და ვეცდებით, განწყობა გამოვუსწოროთ. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და მჯერა, რომ თუ ჩვენს სულს ვაჩვენებთ, ყველაფერი კარგად იქნება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საპასუხო შეხვედრაც გველის. ეს საბოლოო მიზანს არ ცვლის. თუ გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, ორივე თამაში კარგად უნდა ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ძლიერი მეტოქე გვეყოლება როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. კარგად არიან შეთამაშებულები.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის საუკეთესო პირობებში მომზადებაა. ჩვენ ყველაფერი გვესმის, ყველაფერს ვიღებთ და ეს ნორმალურია — ჩვენ პსჟ ვართ. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ირგვლივ ამხელა ხმაურია.
ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო რთულია, თუ ტიტულის დაცვა? „პირველი მცდელობა ყველაზე რთულია, ზედიზედ მეორედ, ამის გაკეთება შეუძლებელი ჩანს. ყველამ იცის, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ეს მარტივი არ არის.
ახლა სეზონის მნიშვნელოვან მომენტშია და აუციელებელია, რომ საქმე საუკეთესოდ გავაკეთოთ.
ითამაშებს, თუ არა ნევეში სასტარტოდან? ჯერ კიდევ არ ვიცი, ხვალ ვნახავთ. არ მინდა მოწინააღმდეგეს წინასწარ რაიმე მინიშნება მივცე.
ინგლისურ გუნდებს, გამონაკლისის გარეშე, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, ძალიან მაღალი დონის კლუბებად მივიჩნევთ. „ჩელსის“ კარგად ვიცნობთ, გასულ ზაფხულს მათ დავუპირისპირდით კიდეც. მას შემდეგ მათ მწვრთნელიც შეცვალეს და მოთამაშეებიც. ვიცით, რამდენად რთულია ამ ტიპის მატჩები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსაგებად მზად ვიყოთ.
ბარკოლას პოზიცია? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს გუნდზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა არ აქვს, სად ითამაშებენ ფეხბურთელები, მთავარია, რომ მათ გუნდის დახმარება შეძლონ. აუცილებელია ადაპტაცია და იმ დეტალების გათვალისწინება, რაც კონკრეტული მატჩისთვისაა პრიორიტეტული.
გუნდის მიმართ წამოსული კრიტიკა? ეს არ მაღევლებს, ამასთან გამკლავებას მიჩვეულები ვართ. იმისთვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ, რა ხდება მატჩის დროს, ბევრი აშკარა ფაქტორი არსებობს. თქვენ ცდილობთ იპოვოთ ერთი კონკრეტული გასაღები, თუმცა ყველაფერი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ორმატჩიან დუელს ჩვენ ერთი და იმავე მიდგომით ჩავატარებთ — როგორც პირველ, ისე მეორე შეხვედრას.
ჩელსის და პსჟ-ს სათამაშო სტილის განსხვავება? ჩვენ მეტოქეზე მეტად გვიყვარს ბურთის ფლობა, მაგრამ ამას ისინიც ეფექტურად აკეთებენ. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ საერთაშორისო დონის მოთამაშეებით. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის რთული იქნება.
ნებისმიერ რთულ მომენტში ჩვენ ერთად ყოფნა გვირჩევნია. ახლა არ არის ინდივიდუალურობაზე ან ნეგატიურ საკითხებზე საუბრის დრო. ჩვენი მიზანი გუნდური თამაშის გაუმჯობესებაა.
მსგავსი ტიპის მატჩების წი,ნ ზედმეტი მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იმედი მაქვს, ამას დავძლევთ. ვიცით, როგორი თამაში გვინდა ვითამაშოთ. ჩვენი გამოცდილებით ამის მართვა ვიცით.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირება 11 მარტს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.