გიორგი შერმადინი
Aa
Aa

დეკადის სიმბოლური ნაკრები | Eurohoops-მა შერმადინი გამოარჩია

საკალათბურთო გამოცემა Eurohoops-მა ჩემპიონთა ლიგის დეკადის გუნდი დაასახელა. საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა 2016 წელს დაარსდა და მისი ეგიდით ბევრ ლეგენდარულ მოთამაშეს უასპარეზია. მათ შორის არის გიორგი შერმადინი, რომელიც Eurohoops-მა ტოპ 5-ში შეიყვანა.

„გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულეა. „ტენერიფეში“ მარსელინიო უერტასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დუეტი ჩამოაყალიბა.

შერმადინის რბილი შეხება ფარის ახლოს, რასაც მისი ბლოკის დაყენების ელიტარული უნარი და მოხსნები ემატება, მას ინდივიდუალურად ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასაჩერებელ მოთამაშედ აქცევს. შერმადინი 2022 წლის ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი საყრდენი ფიგურა იყო. მისი სტატისტიკური დომინაცია და მუდმივი სტაბილურობა განაპირობებს იმას, რომ ათწლეულის გუნდის ცენტრის პოზიციაზე შერმადინი ყველაზე ლოგიკური არჩევანია,“- წერს Eurohoops-ი.

შერმადინის გარდა, ცნობილი გამოცემის სიმბოლურში ვოიტეხ ჰრუბანი, ბონზი კოლსონი, კენდრიკ პერი და მარსელინო უერტასი მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალს ახალ დონეზე აიყვანს | ინგლისურ პრესაში კვარაზე წერენ
არსენალს ახალ დონეზე აიყვანს | ინგლისურ პრესაში კვარაზე წერენ