ხვიჩა კვარაცხელია, ბიქსენტ ლიზარაზუ
Aa
Aa

„ოლისესთან ერთად ჩემი ფავორიტია“ | ლიზარაზუმ კვარა საკუთარ თერთმეტეულში შეიყვანა

ბიქსენტ ლიზარაზუ L’Equipe-ის კონსულტანტად მუშაობს და „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ლიზარაზუმ ამ გუნდების გაერთიანებული თერთმეტეული დაასახელა და ჟან-პიერ პაპენისგან განსხვავებით, რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

„ხვიჩა კვარაცხელია მაიკლ ოლისესთან ერთად ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია. ლუის დიასის მსგავსად, იგი გამოირჩევა წარმოუდგენლად შეუპოვარი, „პიტბულის“ მსგავსი ხასიათით, რაც თავდამსხმელებში დიდი იშვიათობაა. განაპირა მცველისთვის გარემარბის ყოლა, რომელიც დაცვაში ასეთი თავდადებით თამაშობს, ნამდვილი ფუფუნებაა.

დაცვაში თამაშის მხრივ, ის ჰასან სალიჰამიჯიჩს მახსენებს, რომელმაც 2001 წელს ჩემთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კვარაცხელია ქვასავით მტკიცე და დანასავით ბასრია. ძალიან ნიჭიერია და მნიშვნელოვან შეხვედრებში კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშობს — ნამდვილი Clutch მოთამაშეა (საკალათბურთო ტერმინი — კალათბურთელი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ქულები მოაქვს)”,— ამბობს ლიზარაზუ.

გეტყვით იმასაც, რომ „ბაიერნის“ ლეგენდის გაერთიანებული თერთმეტეული ასე გამოიყურება: მანუელ ნოიერი, აშრაფ ჰაკიმი, დაიო უპამეკანო, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, იოზუა კიმიხი, ჟოაუ ნევეში, მაიკლ ოლისე, უსმან დემბელე, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 წუთი, 2 ქულა და დაფარებები | ბითაძის ორლანდომ დეტროიტს მესამე თამაში მოუგო
13 წუთი, 2 ქულა და დაფარებები | ბითაძის ორლანდომ დეტროიტს მესამე თამაში მოუგო