გოგა ბითაძე
Aa
Aa

13 წუთი, 2 ქულა და დაფარებები | ბითაძის ორლანდომ დეტროიტს მესამე თამაში მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ პლეიოფის პირველი სერიის დახურვამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ნომერს, „დეტროიტ პისტონსს“ ხვდება და 3:1 დაწინაურდა.

„ორლანდომ“ „დეტროიტს“ სტუმრად ერთი თამაში მოუგო, რის შემდეგაც საშინაო არენაზე „პისტონსი“ ზედიზედ ორჯერ დაამარცხა. სერიის მესამე შეხვედრაში „მეჯიქმა“ 113:105 იმარჯვა, გამთენიისას კი „დეტროიტს“ დაძაბულ ბრძოლაში 94:88 მოუგო.

ბითაძემ პარკეტზე 13 წუთი და 12 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 2 ქულა, 6 მოხსნა და 2 ეფექტური დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო სროლა ვერ გამოიყენა და 4 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა. მის პასივში 4 პერსონალური ჯარიმა იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 22 ქულა დესმონდ ბეინმა ჩააგდო. ფრანც ვაგნერმა მატჩი 19 ქულით დაასრულა. პაოლო ბანკერომ 18 ქულა დააგროვა, ხოლო უენდელ კარტერ ჯუნიორს 12 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. „დეტროიტის“ მხრიდან 25 ქულით საუკეთესო კეიდ კანინგემი იყო, თუმცა მან 23-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო და 8 დაკარგვა ჰქონდა. ტობაიას ჰარისმა 20 ქულა დააგროვა, ხოლო ჯეილენ დურენი 12 ქულასა და 8 მოხსნას დასჯერდა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი მოგება ესაჭიროება. „მეჯიქი“ სერიის მეხუთე შეხვედრას სტუმრად გამართავს და მატჩი 30 აპრილს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნი, კვარადონა, პროგრესი და პარი სენ-ჟერმენი | ხვიჩას პრესკონფერენცია
ბაიერნი, კვარადონა, პროგრესი და პარი სენ-ჟერმენი | ხვიჩას პრესკონფერენცია