მერკვილაძის 11 ქულა - ოსტენდემ ბელფიუს მონსს მოუგო
ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის (BNXT ლიგა) რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში „ოსტენდემ“ საკუთარ კედლებში „ბელფიუს მონსი“ დაამარცხა - 81:60.
მასპინძელთა რიგებში 24:53 წუთი ითამაშა ალექსანდრე მერკვილაძემ და მისი მონაგარი 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მასპინძლებს 21 ქულით ნოამ იააკოვმა ულიდერა, სტუმართა შორის კი ყველაზე შედეგიანი ჰიენ გარეტი იყო (17 ქულა).
24 მოგებითა და 7 წაგებით მერკვილაძის „ოსტენდე“ BNXT ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ანტვერპენს“ ჩამორჩება (25 მოგება, 5 წაგება). მომდევნო მატჩს „ოსტენდე“ 3 მაისს სტუმრად „გრონინგენის“ წინააღმდეგ გამართავს.