შერმადინის 17 ქულა - ტენერიფე მურსიასთან დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე მურსიას ესტუმრა და 80:86 დამარცხდა.
გიორგი შერმადინი თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა ჯამში პარკეტზე 24 წუთი და 50 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, ვეტერანმა ცენტრმა 17 ქულას, 3 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
მატჩის მიმდინარეობისას, გიორგიმ 7-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 6 აღმოჩნდა. 6 საჯარიმო ტყორცნიდან კი 5 ჩააგდო.
სამი მოხსნიდან სამივე საკუთარ ფარზე შეასრულა და ჯამში 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ტენერიფეს 34 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი მორაბანკ ანდორას უმასპინძლებს.
???? Final en Murcia (86-80)
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) April 25, 2026
???????? #VamosCanarias pic.twitter.com/WfU911dYMr