კვარას შოუ პარიზში | შეუჩერებელი ქართველის დუბლი 9-გოლიან თრილერში
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პსჟ-მ ვენსან კომპანის მიუნხენის ბაიერნი მიიღო და 5:4 დაამარცხა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნამდვილი სანახაობა იხილეს, ეს მატჩი გულშემატკივრების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მატჩში ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, დუბლი შეასრულა.
მატჩის საწყის წუთებში ბაიერნი დიდ უპირატესობას ფლობდა, ჰარი კეინის ზუსტად შესრულებული პენალტით სტუმრები დაწინაურდნენ, ვენსან კომპანის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა 24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და პსჟ თამაშში დააბრუნა.
კვარას პირველი გოლი
33-ე წუთზე დემბელეს შესრულებულ კუთხურს ნევეშის თავური დარტყმა მოჰყვა, პსჟ წინ გავიდა - 2:1. 41-ე წუთზე მაიკლ ოლისემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ბაიერნის კარისკენ პენალტი დაინიშნა, რომელიც უსმან დემბელემ გოლად აქცია, პსჟ-მ ტაიმი 3:2 მოიგო.
56-ე წუთზე ჰაკიმის გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია უმეთვალყურეოდ დარჩა, ბრწყინვალე დარტყმით დუბლი შეასრულა. ორ წუთში პსჟ-ს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, დემბელემ დუბლი შეასრულა, ანგარიში 5:2 გახდა. ამის მიუხედავად, ბაიერნი არ გატყდა, 65-ე წუთზე დიასმა და 68-ე წუთზე უპამეკანომ გაიტანეს - 5:4.
კვარას დუბლი
ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები
ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი 84-ე წუთზე შეცვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა.
საპასუხო მატჩი მიუნხენში ექვს მაისს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 14 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 10 გოლი და 5 საგოლე პასია (15 საგოლე მოქმედება). ბაიერნთან მატჩამდე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა (9 საგოლე მოქმედება).
2024-25 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასე რომ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეორე სეზონში თამაშობს.