დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე - „ზეწოლას არ ვგრძნობთ, ეს უფრო პასუხისმგებლობაა“

ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის „არსენალთან“ ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი მატჩის წინ მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ გუნდი მთავარ აქცენტს ინტენსივობაზე და საკუთარი სტილის შენარჩუნებაზე გააკეთებს.

„ბოლო 14 წელიწადში მეოთხედ ვართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც წარმოუდგენელი შედეგია. შესანიშნავი გუნდი დაგვიპირისპირდება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.

ზეწოლას არ ვგრძნობთ, ეს უფრო პასუხისმგებლობის გრძნობაა. ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდი ამოცანაა - „ატლეტიკოს“ ეს ტურნირი არასოდეს მოუგია. როგორც ყოველთვის, ახლაც მატჩის ბედს მოედანზე ფეხბურთელები გადაწყვეტენ.

ჩვენი მთავარი იარაღი? პლეიოფში - როგორც ესპანეთის თასზე, ისე ჩემპიონთა ლიგაზე - ინტენსიურად ვთამაშობდით, ჩვენს სტილს არ ვღალატობდით და შეტევაში ინიციატივას ვიჩენდით. ამ მატჩშიც ასეთი მიდგომა გვაქვს არჩეული.

დაიმსახურა თუ არა „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგა? ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ვინმეს ვალი არ აქვს. ყველაფერი საკუთარი შრომით უნდა დაიმსახურო და იმედი იქონიო, რომ ცოტა იღბალიც გაგიმართლებს“.

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკო-არსენალის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მომენტში კვარა საუკეთესოა“ - ფაბიო კაპელო
„ამ მომენტში კვარა საუკეთესოა“ - ფაბიო კაპელო