მიკელ არტეტა
Aa
Aa

„ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ატლეტიკოს დასამარცხებლად“ - მიკელ არტეტა

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი მატჩის წინ ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ პრესკონფერენციაზე თავისი ოპონენტი, დიეგო სიმეონე შეაქო და აღნიშნა, რომ „მეთოფეების“ ფეხბურთელებმა იციან, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში.

„ატლეტიკო“ ძალიან ძლიერი გუნდია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში - წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნახევარფინალში ვერ იქნებოდნენ. სტადიონზე მათი გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. მომზადებულები ვართ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მოსაგებად.

სიმეონემ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. 15 წლის განმავლობაში მან კლუბი მთლიანად შეცვალა. ყოველთვის ვაფასებდი ასეთ ადამიანებს - მასსა და „ატლეტიკოს“ შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს. დიეგო ნამდვილი მაგალითია.

ნახევარფინალში ყოფნა დიდი პრივილეგიაა, ამ სტადიაზე ზედიზედ მეორედ ვთამაშობთ. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ჩვენი ძალების უნდა გვჯეროდეს. ეს უბრალო მიღწევა არაა, იმიტომ რომ „არსენალი“ 7 სეზონი ჩემპიონთა ლიგის გარეშე იყო.

ყველა გუნდი განსხვავდება ერთმანეთისგან - სტადიონი, მეტოქე, სათამაშო სქემა. რა თქმა უნდა, ყველა ეს დეტალი გასათვალისწინებელია. „ატლეტიკოს“ ძლიერი და სუსტი მხარეები შესწავლილი გვაქვს და ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“.

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკო-არსენალის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუჩერებელი, სტაბილური, ფენომენალური!“ - ევროპული მედია ხვიჩას თამაშზე
„შეუჩერებელი, სტაბილური, ფენომენალური!“ - ევროპული მედია ხვიჩას თამაშზე