“რაღაცით უეინ რუნის მაგონებს“ - ზეედორფი კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 5:4 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა და ის უიენ რუნის შეადარა.
ზეედორფი:
„არ ვიცი, დარჩება თუ არა ხვიჩა მარცხენა ფლანგზე. ვფიქრობ, მას ცენტრშიც აქვს სივრცე — დაახლოებით ისე, როგორც ამას დემბელე აკეთებს. მან ყველა სიტუაციაში იცის, რა უნდა გააკეთოს.
მისი ხასიათიც მომწონს — რთულ მომენტებში შეუძლია ყველაფერი თავის თავზე აიღოს და უკანაც დაბრუნდება. რაღაცით ის უენ რუნის მაგონებს.როცა მატჩში რთული პერიოდი დგებოდა, დამატებით ფეხბურთელს ნახევარდაცვაში თავად ქმნიდა.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნთან მატჩში დუბლი შეასრულა. ქართველ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ცნობისთვის, ბაიერნისა და პარი სენ ჟერმენის მომავალი დაპირისპირება 5 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.