Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 5:4 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა ლუის ენრიკეს გუნდის ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
საფონოვი(6.5), ჰაკიმი(6.0), პაჩო(6.1), მენდეში(6.1), ზაირ-ემერი(6.9), ვიტინია(7.1), ნევეში(6.9), დუე(7.2), დემბელე(8.2), კვარაცხელია(8.4), რუისი(6.4), ბარკოლა(6.2), ერნანდესი(6.6), მაიული(6.8).
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნთან მატჩში დუბლი შეასრულა. ქართველ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ცნობისთვის, ბაიერნისა და პარი სენ ჟერმენის მომავალი დაპირისპირება 5 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.