მამუკელაშვილის 13 ქულა და 7 მოხსნა | ტორონტომ დალასს 30 ქულით მოუგო
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საშინაო არენაზე „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდა და ტექსასელები 30 ქულით დაამარცხა — 122:92.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი და 32 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი სტატისტიკა გახლდათ: 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ერთი მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და 3 ჯარიმა მიიღო.
„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო არ ჯეი ბარეტი იყო — 31 ქულა, 6 მოხსნა. სკოტი ბარნსმა 17 ქულა დააგროვა, ხოლო იაკობ პოელტლმა მატჩი 16 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. „დალასის“ მხრიდან დანიელ გაფორდი გამოირჩა, რომელმაც 10-დან 10 ბურთი ჩააგდო და ორმაგი დუბლი გაიფორმა — 21 ქულა, 11 მოხსნა. კუპერ ფლეგს 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა.
„ტორონტო რეპტორსს“ 36 მოგება და 27 წაგება აქვს. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრას 11 მარტს გამართავენ. „ტორონტოს“ მეტოქე „ჰიუსტონ როქეთსი“ იქნება, რომელიც მასპინძლის რანგში ითამაშებს.