ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი
Aa
Aa

„მინდა, რომ კვალი 90 კილოგრამშიც დავტოვო“ - გრიგალაშვილი ავსტრიის გრან პრის მოგების შემდეგ

გასულ კვირას, ავსტრიაში ძიუდოისტთა ტრადიციული გრან პრი გაიმართა, სადაც -90 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

-81 კილოგრამში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ძალები -90 კილოგრამში კიდევ ერთხელ მოსინჯა და ამჯერადაც წარმატებულად. გრიგალაშვილი ფინალში ქართველ ლუკა ჯავახიშვილს შეხვდა და ჯერ იუკო აუღო, შემდეგ კი შებოჭა. საბოლოოდ, ოქროს და ვერცხლის მედლებიც საქართველოში წამოვიდა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ორივე ძიუდოისტისთვის აჟღერდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა თავისი გამოსვლა IJF-ის ოფიციალურ გვერდთან შეაჯამა.

ტატო გრიგალაშვილი:

უახლოესი ტურნირი, რაც IJF-ის ორგანიზებით არის დაგეგმილი, თბილისის გრანდ სლემია, რომელიც 20-22 მარტს გაიმართება, თუმცა, ამ ტურნირისთვის მწვრთნელებმა ლიდერების დასვენების გადაწყვეტილება მიიღეს. აპრილში კი ჩვენი დედაქალაქი ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავურ შემადგენლობასაც, სწორედ ევროპირველობაზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქრო ტატოს, ვერცხლი ლუკას - ქართული ფინალი გრიგალაშვილმა მოიგო
ოქრო ტატოს, ვერცხლი ლუკას - ქართული ფინალი გრიგალაშვილმა მოიგო