ანტონიო კონტე, დიეგო კოშტა
Aa
Aa

„კონტეს ალბათ სახლში ცოლთან ურთიერთობა არ აქვს, რადგან ძალიან პირქუშია“

„ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ ანტონიო კონტეს საქციელზე ისაუბრა.

2017 წელს იტალიელმა სპეციალისტმა ბრაზილიელ ფეხბურთელს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც მიანიშნა, რომ მისი გუნდიდან წასვლა სურდა. 2018 წლის იანვარში კოშტა „ატლეტიკოში“ დაბრუნდა.

„მას რაღაც შინაგანი მიზეზები ჰქონდა, რადგან ხვდებოდა, რომ ეს მწვრთნელისთვის ნორმალური არ იყო. იმ მოთამაშის მიმართ ასე მოქცევა, რომელიც მისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო...

შეტყობინება მარინას (გრანოვსკაიას) გავუგზავნე და მან მაშინვე მითხრა, რომ ის, რაც კონტემ გააკეთა, დაუშვებელია და რომ ის კლუბის მფლობელი არ არის. ბრაზილიაში ვიყავი, ოჯახთან ერთად და მარინას ვუთხარი, რომ ყველაფრის შემდეგ, რაც კლუბისთვის გავაკეთე, ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებდი.

ეს ადამიანი სხვებს არ ენდობა. ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. მასთან ვარჯიშებით სიამოვნებას ვერ იღებ, ყოველთვის გაბრაზებულია, ყოველთვის პირქუში სახე აქვს. მას, ალბათ, სახლში სექსი არ აქვს, რადგან ძალიან პირქუშია.

ეს სამწუხაროა, რადგან „ჩელსიში“ ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ კლუბისთვის პრობლემების შექმნა არ მინდოდა. ტიტულები, რომლებიც მან „ჩელსიში“ მოიგო - ჩემთან ერთად მოიგო, მისდა საუბედუროდ... კონტეს ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“,

- განაცხადა კოშტამ ჯონ ობი მიკელის პოდკასტში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები