კაზემირო
Aa
Aa

კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში დატოვებს

კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ამ სეზონის შემდეგ წავა. ინგლისურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ ნახევარმცველი შემადგენლობას ზაფხულში, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულება შესაძლოა ავტომატურად გახანგრძლივებულიყო, თუ 33 წლის ბრაზილიელი სეზონში 35 მატჩს სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარებდა.

კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2022 წელს გადავიდა. გუნდის შემადგენლობაში მან 146 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკების“ რიგებში, ბრაზილიელმა 2 ტიტული მოიგო – 2023 წელს ინგლისის ლიგის თასი, 2024 წელს კი - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სათადარიგოზე ყოფნა არ გამიკვირდა“ - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
„მისი სათადარიგოზე ყოფნა არ გამიკვირდა“ - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე