ბარსელონამ პედრი 1 თვით დაკარგა
„ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს.
ესპანელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში მიიღო, რომელიც კატალონიელებმა პრაღის „სლავიას“ წინააღმდეგ (4:2) გამართეს.
23 წლის ფეხბურთელი შეხვედრის 61-ე წუთზე შეცვალეს. გამოკვლევის შედეგად, პედრის მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდგინდა.
„ბარსელონას“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პედრის აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონ ევროს შეადგენს.