მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბმა რემატჩი ახლავე დაიმსახურა“ - უმარის მენეჯერის განცხადება

უმარ ნურმაგომედოვის მორიგ ბრძოლამდე ორიოდე დღეა დარჩენილი და ბუნებრივია დაღესტნელების გუნდი სრულად არის ორიენტირებული ხაბიბის ნათესავის ჯეროვან მომზადებაზე. UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე აზრის გამოთქმა უმარის მენეჯერს ალი აბდელ-აზიზს სთხოვეს, რომელმაც საუბარი მერაბ დვალიშვილით დაიწყო და ბევრისთვის გასაკვირად, ქართველი უარყოფით კონტექსტში არ უხსენებია:

„ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილი ახლავე იმსახურებს პიოტრ იანთან რემატჩს. უმარ ნურმაგომედოვს რა ელის? მან უნდა დაამარცხოს დეივისონ ფიგერედო და შემდეგ გამოწვევა გაუგზავნოს შონ ომალის, უკიდურეს შემთხვევაში კი სონგ იადუნს დაუპირისპირდეს.

თუმცა, კარგად გვესმის, რომ უმარს ფიგერედოსთან არამხოლოდ გამარჯვება, არამედ ლამაზი გამარჯვება სჭირდება. ჩვენს გეგმებში მსაჯების გადაწყვეტილებით მოგება არ შედის - ნურმაგომედოვმა ფიგერედო უნდა გაანადგუროს, რათა ყველას აჩვენოს, რომ სულ სხვა დონეზე დგას. ამის გაკეთება კი მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგან ბრაზილიელი უძლიერესი ჩემპიონია“.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვი ოქტაგონს შემოდგომაზე დაუბრუნდა და მარიო ბაუტისტას მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3 წელიც რომ დაისვენოს, იანთან შანსი არ აქვს“ | უმარმა მერაბზე ისაუბრა
„3 წელიც რომ დაისვენოს, იანთან შანსი არ აქვს“ | უმარმა მერაბზე ისაუბრა