ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„სტეროიდები არასოდეს მიმიღია“ - ჯონსმა ჩაგდებულ დოპინგტესტზე ისაუბრა

UFC-ის ქვემძიმე და მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ აკრძალული პრეპარატები არასოდეს მიუღია.

„სტეროიდები არასოდეს მიმიღია. ჩემს ორგანიზმში საკვები დანამატის შემადგელობაში მყოფი ერთ-ერთი ნივთიერება იპოვეს. დადასტურებულია, რომ ეს ნივთიერება ორგანიზმში სწორედ საკვები დანამატიდან მოხვდა. ეს ნივთიერება იმდენად მცირე რაოდენობით იყო, რომ მის აღმოსაჩენად ძვირადღირებულები კვლევები გახდა საჭირო.

თანაც, ეს ნივთიერება ბრძოლაში არანაირ უპირატესობას არ გაძლევს. ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობ, დადასტურებულია. თუმცა გულშემატკივრებს ეს არ აინტერესებთ. ისინი ამბობენ - „მახსოვს, რაღაც სტეროიდებს იღებდა, ესე იგი დამნაშავეა“. 

ცნობისთვის, 2016 წელს აშშ-ის ანტიდოპინგური კონტროლის სააგენტომ (USADA) ჯონ ჯონსის მხრიდან პოტენციური დარღვევის შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯონსის ორგანიზმში ესტროგენების ბლოკატორები იპოვეს. ამის გამო UFC 200-ზე დაგეგმილი ჯონსისა და დენიელ კორმიეს რემატჩი გაუქმდა.

ჯონსმა დოპინგის გამოყენებაში დამნაშავედ თავი არ ცნო, თუმცა USADA-მ ის ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ გავაკეთე, რაც შემიძლია, ყველაფერი მალე დამთავრდება“ | დე რიდერი დოლიძესთან ჩხუბზე
„თუ გავაკეთე, რაც შემიძლია, ყველაფერი მალე დამთავრდება“ | დე რიდერი დოლიძესთან ჩხუბზე