ყავლაშვილის 21 ქულა | 18-წლამდე ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა და მეოთხედფინალშია
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე მესამე შეხვედრა გამართა. ანატოლი ბოისას გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა — 83:66.
ახალგაზრდა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი 7 ქულით, 27:20 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კი მათმა უპირატესობამ 24 ქულას მიაღწია. ბოსნიელთა მაქსიმუმი ჩამორჩენის შემცირება აღმოჩნდა და სამიდან სამი თამაშის მოგებით, ბოისას გუნდმა მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების რიგებში საუკეთესო მათე ყავლაშვილი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. დავით ფაშულიამ 17 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მათე ხატიაშვილის ანგარიშზე 8 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო. გიორგი დოხნაძემ 9 ქულა და 8 მოხსნა გააკეთა, ხოლო ილია სულაძემ მატჩი 8 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს 18-წლამდე ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება, რომელსაც სამიდან სამი მოგება აქვს. B დივიზიონში სულ ოთხი ჯგუფია და გადამწყვეტი შეხვედრები 29 ივლისს გაიმართება.