„თუ გავაკეთე, რაც შემიძლია, ყველაფერი მალე დამთავრდება“ | დე რიდერი დოლიძესთან ჩხუბზე
რომან დოლიძე მომდევნო ორთაბრძოლას რენიე დე რიდერის წინააღმდეგ გამართავს. მათი ჩხუბი თბილისის დროით 23 აგვისტოს არის დანიშნული და ნიდერლანდელმა მებრძოლმა „კავკასიელზე“ ისაუბრა.
„რომან დოლიძეს ნამდვილად შეუძლია, სიგიჟეები გააკეთოს და ჩემი გაკვირვება სცადოს. ჯებზე მეტად მეტოქისთვის ბრუნში დარტყმის განხორციელება უყვარს და ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა იქნება, თუმცა, თუ გავაკეთებ იმას, რაც შემიძლია, ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება.“
როგორც მოგეხსენებათ, დოლიძისა და დე რიდერის დაპირისპირება ქვემძიმე წონით დივიზიონში გაიმართება. აქამდე ორივე მებრძოლი საშუალო წონაში გამოდიოდა, თუმცა დოლიძე ერთდროულად ორივე წონითი დივიზიონის ტოპ 10-შიც იმყოფებოდა.
დე რიდერს ბოლო ორი ჩხუბი წაგებული აქვს — ბრენდან ალენთან და კაიო ბორალიოსთან დამარცხდა. მის ანგარიშზე 21 მოგება და 4 მარცხია. ნიდერლანდელს 21-დან 13 მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით აქვს მოგებული, 5-ჯერ ნოკაუტით იმარჯვა, 3-ჯერ — მსაჯების გადაწყვეტილებით.