„ოქტაგონს მიღმა მასთან პრობლემა არ მაქვს“ - უმარი დვალიშვილზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა მედიადღის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ამავე წონის ექსჩემპიონ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, დვალიშვილთან რევანშის აღება მინდა. ვფიქრობ, ქამარი არსად გამექცევა, მაგრამ ამ ეტაპზე კიდევ ერთი ჩხუბი მჭირდება. მერაბთან უფრო დიდი დაპირისპირება მაქვს თუ პიოტრ იანთან? დვალიშვილიც და იანიც ოქტაგონში ჩემი მეტოქეები არიან. ოქტაგონს მიღმა მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.
ერთმანეთი არ მოგვწონს, იმიტომ რომ ოქტაგონში ვჩხუბობთ და ერთმანეთს ვცემთ, მაგრამ კარიერის დასრულების შემთხვევაში არცერთ მათგანთან არანაირი კონფლიქტი არ მექნება. ვფიქრობ, ყველა მებრძოლის პოზიცია ასეთია.
მერაბთან რემატჩი, თუ ეს სატიტულო ჩხუბი არ იქნება? ამ თეორიების განხილვას აზრი არ აქვს, ვინაიდან 90%-ით გადაწყვეტილია, რომ მერაბი იანთან იჩხუბებს, მე კი კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარება მომიწევს. თუ მერაბმა ისევ წააგო იანთან, მაშინ დავფიქრდები, მჭირდება თუ არა მასთან ჩხუბი“.
ცნობისთვის, UFC 324-ზე უმარ ნურმაგომედოვი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-6 ნომერს, დეივისონ ფიგერედოს დაუპირისპირდება.