მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„3 წელიც რომ დაისვენოს, იანთან შანსი არ აქვს“ | უმარმა მერაბზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა, მერაბ დვალიშვილზე და პიოტრ იანზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „ახალგაზრდა არწივს“ „მანქანის“ არ სჯერა და თვლის, რომ მას ჯანმრთელ იანთან შანსი უბრალოდ არ აქვს.

„პიოტრის დომინანტურ სტილში გამარჯვება არ გამკვირვებია. პიოტრს უკეთესი სტრაიკინგი აქვს და ძლიერი დაცვითი ჭიდაობით გამოირჩევა. მერაბს იანი პარტერში რომც გადაეყვანა, მას ალჯამეინ სტერლინგის მსგავსი გრეპლინგი არ აქვს და იქ პიოტრს ვერ გააკონტროლებდა.

ჩხუბის კვირის განმავლობაში ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ იანი გაიმარჯვებდა. იყო თუ არა შეცდომა მერაბის მხრიდან მეოთხე ბრძოლაზე თანხმობის თქმა? დვალიშვილმა სამი წელიწადი რომც დაისვენოს და ჯანმრთელ იანს შეხვდეს, პიოტრი 10-დან 10-ჯერ მოუგებს.“

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვი მომდევნო ორთაბრძოლას 25 იანვარს გამართავს და დეივისონ ფიგერედოს დაუპირისპირდება. „ახალგაზრდა არწივი“ აშკარა ფავორიტია და ბრაზილიელის დამარცხების შემდეგ საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შედეგი უსამართლოა | ენრიკეს აზრით, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო
შედეგი უსამართლოა | ენრიკეს აზრით, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო