ლუის ენრიკე
Aa
Aa

შედეგი უსამართლოა | ენრიკეს აზრით, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-7 ტურში ლისაბონის სპორტინგმა შინ პსჟ-ს 2:1 მოუგო. 74-ე წუთზე ლისაბონური კლუბის კუთხურს გოლი მოჰყვა, კოლუმბიელმა ლუის სუარესმა სპორტინგი დააწინაურა. 79-ე წუთზე უსმან დემბელეს პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა, უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე სუარესმა დუბლი შეასრულა.

„წავაგეთ, რადგან მათ ორი გოლი გაიტანეს, ჩვენ კი მხოლოდ ერთი“, — ასეთი იყო ლუის ენრიკეს მოკლე ანალიზი Canal+-თან მატჩის დასრულებისთანავე.

 „ეს იყო ჩვენი საუკეთესო გასვლითი მატჩი. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ასეთი მენტალიტეტით, დარწმუნებული ვარ, შორს წავალთ. შედეგი გულდასაწყვეტია. მთელი თამაშის განმავლობაში მოედანზე მხოლოდ ერთ გუნდს ვხედავდი. ჩვენ მეტოქეზე ბევრად უკეთესები ვიყავით. ეს იმედგაცრუებაა, რადგან შედეგი უსამართლოა. ამ მომენტში ფეხბურთზე საუბარი რთულია. ეს წყეული ფეხბურთი“, — დაასრულა ესპანელმა მწვრთნელმა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პსჟ-მ 7-დან 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 დათმო. ლიგის ფაზაში მე-5 ადგილზეა, თუმცა მიმდინარე ტურის დასრულების შემდეგ შესაძლოა დაქვეითდეს. მე-8 ტურში, 28 იანვარს პსჟ ნიუკასლს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები