ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„MMA-ს ისტორიაში საუკეთესო ძმები“ - ხაბიბმა ნათესავებს უწინასწარმეტყველა

ხაბიბ ნურმაგომედოვი აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგაც შერეულ ორთაბრძოლებში აქტიურად არის ჩართული და საკუთარი გუნდის წევრებს პრესტიჟული ორგანიზაციების ბრძოლებისთვის მაქსიმალურად ამზადებს. მისი მთავარი ვარსკვლავი ამ ეტაპზე ბუნებრივია ისლამ მახაჩევია, თუმცა ეს უკანასკნელი ოქტომბერში 35 წლის ხდება და ბუნებრივია, სულ მალე ბრძოლებს თავს დაანებებს, რის გამოც ხაბიბს ახალ სახეებზე იმედების დამყარება მოუწევს. სწორედ ამიტომ ჰკითხეს მას ძმებ, უსმან და უმარ ნურმაგომედოვებზე და ასეთი პასუხი მიიღეს:

„ისინი შესაძლოა MMA-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ძმები გახდნენ. ჯერჯერობით როგორც ერთი, ასევე მეორე ძალიან კარგად მიიწევს წინ და დრო გვაჩვენებს, რამდენად შეძლებენ სირთულეებთან და ახალ გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი აზრით, როგორც უსმანს, ასევე უმარს უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია, თუმცა საამისოდ ყველაფრის გვერდზე გადადება და MMA-სთვის რაღაც-რაღაცების მსხვერპლად გაღება მოუწევთ“.

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი, რომელსაც პროფესიონალურ კარიერაში არც ერთი მარცხი არ განუცდია, 1 აგვისტოს ნიუ-იორკში არჩი კოლგანთან PFL-ში უკანასკნელ ბრძოლას გამართავს, რის შემდეგაც ვარაუდობენ, რომ კონტრაქტს UFC-სთან გააფორმებს. რაც შეეხება უმარს, მისი მომდევნო მეტოქე 29 აგვისტოს შანხაიში ადგილობრივების ნამდვილი კერპი, სონგ იადონგი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე
„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე