ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

ევროპული ქვეყნები ინფანტინოს გეგმას უპირისპირდებიან - ბოიკოტი ჯერ მხოლოდ განხილვის ეტაპზეა

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე საფეხბურთო ქვეყანა,  მზად არის, FIFA-ს წინააღმდეგ პროტესტი გამოხატოს და მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლო ბოიკოტიც განიხილოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა რობ ჰარისმა დაწერა.

ჰარისის ინფორმაციით, უკმაყოფილების მთავარი მიზეზი FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს, ინიციატივაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილში კერძო ინვესტორების ჩართვას ითვალისწინებს.

გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე კვირაში უეფას წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც ეროვნული ფედერაციები შექმნილ ვითარებასა და შესაძლო საპასუხო ნაბიჯებს განიხილავენ.

მანამდე ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული სტრუქტურის რეფორმას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს ახალი კომპანიის შექმნას, რომელიც FIFA-ს ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირებს — მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებს მართავს, ხოლო ამ კომპანიაში კერძო ინვესტორების მონაწილეობაც იქნება შესაძლებელი.

ამავე ცნობით, პროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იმ პირებთანაც გაიმართა, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წრეებს წარმოადგენენ.

თუ ევროპული ფედერაციები მართლაც ერთობლივ პროტესტს გადაწყვეტენ, ეს მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება იქნება FIFA-სა და მის წევრ ასოციაციებს შორის. თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად არც UEFA-ს და არც რომელიმე ეროვნულ ფედერაციას მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატი ფიფას საკუთრება არ არის“ - უეფას მკაცრი პასუხი ინფანტინოს გეგმას
„მსოფლიო ჩემპიონატი ფიფას საკუთრება არ არის“ - უეფას მკაცრი პასუხი ინფანტინოს გეგმას