იოზუა კიმიხი
Aa
Aa

კიმიხი: მუნდიალის ბოიკოტი? პოლიტიკა ჩვენი, ფეხბურთელების საქმე არ არის

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა უპასუხა კითხვას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლო ბოიკოტის შესახებ აშშ-ის პოლიტიკის ფონზე.

„მე აღარ ვმონაწილეობ პოლიტიკურ დისკუსიებში. მივხვდით, რომ ეს არაპროდუქტიულია, როდესაც ჩვენ, მოთამაშეები, ზედმეტად აქტიურად გამოვხატავთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. ეს ჩვენი საქმე არ არის.

რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი აზრის გამოთქმაზე. მაგრამ მიმაჩნია, რომ გერმანიაში და გერმანიის ფეხბურთის კავშირში არიან სხვა ადამიანები, რომლებმაც ამის შესახებ მეტი იციან და კომენტარი მათ უნდა გააკეთონ კომენტარი“,

- განაცხადა კიმიხმა.

როგორც მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპის პოლიტიკის ფონზე (გრენლანდიის მოვლენები), გერმანიამ 2026 წლის მუნდიალისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ გამორიცხა. მსგავს პოზიციას განიხილავს ესპანეთიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები