გიორგი ჩაკვეტაძე, ხავი გრასია
Aa
Aa

„გიორგი ამის გამო შევცვალე...“ - რა თქვა გრასიამ ჩაკვეტაძეზე

გუშინ, ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „პორტსმუთს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა ხავი გრასიამ იგი პირველი ტაიმის დასრულებისთანავე, შესვენებაზე შეცვალა. გიორგი ჩაკვეტაძეს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძის გაყვანის მიზეზი ასე ახსნა:

„გიორგის ნაცვლად მამადუ დუმბია იმიტომ გამოვიყვანე, რომ შეტევაში სიმწვავე მოგვემატებინა და უფრო პირდაპირი გზები გვეპოვნა, რადგან პირველ ტაიმში ამის გაკეთება ვერ შევძელით. გიორგის არანაირი პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა გრასიამ.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით ჩემპიონშიფში მე-11 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი, ჯერჯერობით, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.

28 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს, სტუმრად, „ბლექბერნთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვე გოლთან ახლოს იყო - უოტფორდმა და პორტსმუთმა ქულები გაიყვეს
ჩაკვე გოლთან ახლოს იყო - უოტფორდმა და პორტსმუთმა ქულები გაიყვეს