გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვე გოლთან ახლოს იყო - უოტფორდმა და პორტსმუთმა ქულები გაიყვეს

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდმა პორტსმუთს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მას საკმაოდ კარგი მატჩიც ჰქონდა.

ქართველი ფეხბურთელი გოლთან საკმაოდ ახლოს იყო. მე-20 წუთზე ბურთი ცენტრიდან დრიბლინგით წამოიღო, საჯარიმოს მიუახლოვდა და ძლიერად დაარტყა, თუმცა რიკოშეტის შედეგად ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

35-ე წუთზე უოტფორდმა კონტრ-შეტევა წამოიწყო და ჩაკვეტაძემ დიდებული საკვანძო პასი გააკეთა, რის შედეგადაც მის თანაგუნდელს გოლის გატანა მართებდა, თუმცა ოთმანე მამმამ კარს ააცილა.

სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი შესვენების დროს შეცვალეს. ანგარიში 73-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. თავი სეგეჩიჩმა გამოიჩინა. 79-ე წუთზე ანგარიში დუმბიამ გაათანაბრა. სწორედ მან შეცვალე ჩაკვეტაძე შესვენების დროს.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, უოტფორდს 42 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა მე-6 პოზიციაზე მყოფ პრესტონზე(43 ქულა) ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდე ტურში ჩაკვეს გუნდი ბლექბერნს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალი | უამრავი გაფუჭებული მომენტი, საქართველო ლატვიასთან დამარცხდა
ფუტსალი | უამრავი გაფუჭებული მომენტი, საქართველო ლატვიასთან დამარცხდა