„მაგ თავხედს დალოდება მოუწევს“ - პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა მედიადღის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ამავე წონის ჩემპიონ ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„ილიამ თქვა, რომ აპრილ-ივნისში დაბრუნდა? მე აპრილში არ ვიჩხუბებ. მაგ თავხედს მთელი წელი არ უჩხუბია, ამიტომ ივნისის ბოლომდე ან ივლისამდე დალოდება მოუწევს.
თუ ჩემპიონი გავხდები, ტიტულის რამდენჯერმე დაცვას ვაპირებ. ხალხი ამბობს, რომ საშუალო წონაში უნდა ავიდე, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩემპიონმა სამჯერ მაინც უნდა დაიცვას ქამარი. მეც ასეთი გეგმები მაქვს, ხოლო როდესაც ასაკში შევალ და წონის კლება ასეთი მარტივი აღარ იქნება, მსუბუქ წონაში გადავალ.
გეიჯის დამარცხების შემდეგ ილია თოფურიასთან ჩხუბი მსურს, იმიტომ რომ ეს არის გზა აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისკენ. ილიას შემდეგ კი არმან ცარუკიანს ვცემ. თუ თოფურია ივნისის ბოლომდე არ დაბრუნდება, დატოვოს ქამარი და მე არმანს, ოლივეირას ან ჰოლოუეის ვეჩხუბები. თუმცა, როგორც ჩანს, ეს თოფურია იქნება“.
UFC 324-ის მთავარი მოვლენა პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა იქნება. მათ შორის გამარჯვებული მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდება და ილია თოფურიას დაუპირისპირდება.