ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

ილია სხვა დონეზეა, გეიჯის მაგრად ცემს | მასვიდალმა თოფურიაზე ისაუბრა

14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და მისი მონაწილეების ვინაობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უწერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).

Death Row MMA-ში სტუმრობისას ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიას შესაძლებლობებზე ისაუბრა:

ხორხე მასვიდალი: „გეიჯი ბრძოლაში ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ არც ფენომენალური ყოფილა“.

სალიმ სირური (ინტერვიუერი): „მე ვისიამოვნე ამ ბრძოლით. იცი, ტექნიკის თვალსაზრისით, უფრო ბარის ჩხუბს ჰგავდა. მაგრამ გეიჯიმ ის იმდენჯერ ჩააგდო ნოკდაუნში, ძმაო... გიჟური იყო. მართლა კარგი სანახაობა გამოვიდა“.

ხორხე მასვიდალი: „ვფიქრობ, ილია გეიჯის ბევრად უარეს დღეში ჩააგდებს. მას არ სჭირდება ამდენი დარტყმის მიყენება — ის სხვა დონეზეა. ილიასთან ბევრი მივარჯიშია მისი პირველივე UFC ბრძოლიდან მოყოლებული და ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ ეს ბიჭი ჩემპიონი გახდებოდა. გეუბნები, ის მას მაგრად მიბეგვავს. იმ დღეს ილია „ჰომერ სიმპსონს“ გალიაშივე გაუშვებს პენსიაზე და ამის შემდეგ გეიჯი ჩხუბს ვეღარასდროს დაუბრუნდება. ის იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა. ვფიქრობ, ეს ბრძოლა ჯასტინისთვის სახიფათოა“.

ცნობისთვის, „თეთრი სახლის“ ტურნირის თანამთავარი მოვლენა ალექს პერეირასა და სირილ განის დაპირისპირებაა. „პოატანი“ მძიმე წონის დივიზიონში ადის და დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ფრანგ მეტოქესთან იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი
ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი