ჩელსი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია: “ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენმა ჩელსის უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მატჩის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს „შვიდიანმა“ კომენტარი გააკეთა.

კვარაცხელია:

„ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ „ჩელსის“ მოვუგეთ, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან. ამ მატჩით კმაყოფილი ვარ.

ბევრს ეგონა, რომ „პსჟ“ ამ დონეზე დაბრუნებას ვერ შეძლებდა? კი, მაგრამ ჩვენ მაინც „პსჟ“ ვართ. ვფიქრობ, დღეს დავამტკიცეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ.

ორი გოლი გავუშვით და ჩვენი შეცდომები აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ. თუმცა ბედნიერები ვართ, რომ სამი გოლით მეტი გავიტანეთ. ახლა კი ყურადღებას შემდეგ მატჩზე გადავიტანთ.“

შეგახსენებთ, რომ კვარამ მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი დაუგროვდა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ასევე 4 საგოლე პასია.

ასევე გეტყვით, რომ ჯვაროსნების სუპერვარსკვლავი ჩელსისთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კვარას გამორჩეული მომენტები VS ჩელსი

მსგავსი სიახლეები