კვარამ ჩელსი ჩამოშალა - პსჟ ლონდონში სოლიდური უპირატესობით მიდის
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენმა ჩელსის უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.
ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მატჩში მეორე ტაიმში იმ დროს ჩაერთო, როცა ანგარიში ტაბლოზე 2:2 ფიქსირდებოდა.
პარიზელთა მხრიდან გოლები ბარკოლამ და დემბელემ გაიტანეს. ჩელსის მხრიდან კი გუსტომ და ენცო ფერნანდესმა.
62-ე წუთზე მოედანზე კვარა გამოჩნდა და სულ მალე ვიტინიას საგოლე პასი გაუკეთა.
86-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა შედევრი შედევრი შექმნა და ჩელსის კარი შორეული, ყუმბარისებული დარტყმით გახვრიტა.
ამის შემდეგ, არისტოკრატებმა ჩამორჩენის შემცირება სცადეს და შეტევაში გადავიდნენ, რა დროსაც კონტრ-შეტევა გამოეპარათ. ჰაკიმის დიდებულ პასს ხვიჩა დახვდა და ჩელსის დუბლი შეუსრულა.
ასეთი საოცარი მატჩის ფონზე, რა თქმა უნდა, ქართველი ტალანტი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ კვარამ მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი დაუგროვდა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ასევე 4 საგოლე პასია.