Kicker-ის სიმბოლურში | კიტეიშვილს კარგი თამაში დაუფასდა
მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილი ბრწყინავს და შტურმის ლიდერია. მის გარეშე ავსტრიული კლუბი ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
ავტორიტეტულმა ავსტრიულმა გამოცემა Kicker-მა ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
აღნიშნულმა გამოცემამ თერთმეტეული საშუალო შეფასებების საფუძველზე შეადგინა. შემადგენლობაში მოხვედრის აუცილებელი პირობა იყო, რომ ფეხბურთელს მინიმუმ 15 ისეთი მატჩი ჰქონოდა ჩატარებული, რომელშიც შეფასება დაიმსახურა.
შემადგენლობა ასეთია:
ლაინერი, დრაგოვიჩი, სპენდლჰოფერი, ლოურენსი, ჰორვატი, ზუკიჩი, მიულერი, კიტეიშვილი, გრეილი, ალაბეგოვიჩი, უსორი.
შეგახსენებთ, რომ შტურმის კაპიტანმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.