ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„მწვრთნელმა მკითხა, დავარტყამდი თუ არა პენალტს...“ - კიტეიშვილი

გრაცის „შტურმის“ ქართველმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა, „ვოლფსბერგერთან“ დუბლის შემდეგ ავსტრიულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განვლილი მატჩი შეაფასა.

ოთარ კიტეიშვილმა გოლების ეპიზოდებზეც ისაუბრა:

„თამაში რიცხობრივი უპირატესობის გამო შეიცვალა და არა ჩემ გამო. მწვრთნელმა მკითხა, მსურდა თუ არა შესვლა და პენალტის დარტყმა. თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი და დავთანხმდი“, — განაცხადა ქართველმა ნახევარმცველმა.

29 წლის ფეხბურთელი „ვოლფსბერგერთან“ მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და შესვლისთანავე პენალტი შეასრულა, რომელიც ზუსტად გამოიყენა. რამდენიმე წუთში კიტეიშვილს მეორედ შეეძლო პენალტის გატანა, თუმცა მეკარემ აუღო, დამატებაზე კი კვლავ ქართველმა ნახევარმცველმა იყოჩაღა, „ვოლფსბერგერის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 61-ე წუთიდან მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, როდესაც 2:0-ს იგებდნენ, „შტურმმა“ კი ორივე გოლის გატანა ამის შემდეგ შეძლო.

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ნახევარმცველი ამ დროისთვის გათამაშების თანაბომბარდირია. ამასთან, კიტეიშვილმა ევროპა ლიგაზე 3, ავსტრიის თასზე კი 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნდა და დუბლი შეასრულა | კიტეიშვილის ყველაზე შედეგიანი სეზონი კარიერაში
დაბრუნდა და დუბლი შეასრულა | კიტეიშვილის ყველაზე შედეგიანი სეზონი კარიერაში