ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ეს პატარა დაბალი ბიჭი“ | ისლამ მახაჩევის მენეჯერის პასუხი ილიას

ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი ერთმანეთს სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე მახაჩევთან სურდა ჩხუბი, მაგრამ ისლამმა ტრავმა მოიმიზეზა და ოქტაგონში შესვლაზე უარი განაცხადა.

თოფურიას ჯერ ისლამმა უპასუხა, შემდეგ კი კომენტარი მისმა მენეჯერმა, ალი აბდელ აზიზმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბი გეგმაში არც კი ყოფილა და დენა უაითმა ჟურნალისტებთან სრული სიმართლე თქვა.

„ახლა რამადანის წმინდა პერიოდი დგას და პატიებას ყველა იმსახურებს, მაგრამ ცხრა დღის შემდეგ ყველა მათი ტყუილი გამოაშკარავდება. ერთი რამ, რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ დენა უაითი 100 პროცენტით მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ ამ პატარა, დაბალ ბიჭზე და მასთან ჩხუბზე ლაპარაკიც კი არ მიდიოდა.“

შეგახსენებთ, რომ „თეთრი სახლის“ ტურნირის მთავარი მოვლენა თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებაა. ამავე ღონისძიებაზე ალექს პერეირას დებიუტსაც ვიხილავთ მძიმე წონით დივიზიონში. „პოატანი“ სირილ განს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ იქცა კვარაცხელია ვარსკვლავად | BBC-იმ ხვიჩას სტატია მიუძღვნა
როგორ იქცა კვარაცხელია ვარსკვლავად | BBC-იმ ხვიჩას სტატია მიუძღვნა