„ტრამპს ირანის ნაკრებზე ვესაუბრე“ - რას ამბობს ინფანტინო
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება.
ინფანტინოს განცხადებით, მან ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც ისაუბრა.
ჯანი ინფანტინო:
„განვიხილეთ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი, ვინაიდან ტურნირამდე მხოლოდ 93 დღე რჩება. ასევე ვიმსჯელეთ ირანში შექმნილ სიტუაციაზე და იმ ფაქტზე, რომ ამ ქვეყნის ნაკრებმა მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვა. პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის ნაკრები ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.
ახლა ნამდვილად გვჭირდება ისეთი ღონისძიება, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, რათა ხალხები გავაერთიანოთ. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფეხბურთი მსოფლიოს აერთიანებს“.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანზე საჰაერო იერიშები განახორციელეს - საომარი მოქმედებები ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება.