ტრამპი: “სულ ერთია, ითამაშებს თუ არა ირანი მუნდიალზე“
როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საბრძოლო ვითარებაა. უამრავი უდანაშაულო ადამიანი იხოცება და ამის პარალელურად დონალდ ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ტრამპი:
„ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, ითამაშებს თუ არა ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ვფიქრობ, ირანი არის ქვეყანა, რომელიც უკვე სასტიკად დამარცხდა.“
შეგახსენებთ, რომ ირანის ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში ამერიკის შეერთებულ შტატებშია ჩანიშნული.
ირანი ჯგუფში ახალ ზელანდიას, ბელგიას და ეგვიპტეს უნდა დაუპირისპირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, არის მაღალი ალბათობა, რომ ირანი საომარი ვითარების და პროტესტის გამო ამერიკაში გამართულ მუნდიალს ჩაეხსნას.