იურგენ კლოპი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

რეალის შანსი? კლოპს რედ ბულში სრული მხარდაჭერა აღარ აქვს

როგორც ჩანს, იურგენ კლოპსა და რედ ბულს შორის გზები იყოფა. ამით კი პირველ რიგში სარგებლობას მადრიდის რეალი შეეცდება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა გერმანელმა სპეციალისტმა რედ ბული ძალიან მალე დატოვოს.

ცნობილი ხდება, რომ იურგენს შიდა წრეში სრულ ნდობას აღარ უცხადებენ. მას ერთსულოვანი მხარდაჭერა აღარ აქვს. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება სერიოზულად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

რომანოს თქმით, სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში კლოპის წასვლა რეალურია.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ, მადრიდის რეალის პრიორიტეტი იურგენ კლოპი იყო, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა უარი განაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ ლივერპულის ყოფილი დამრიგებელი რედ ბულს დატოვებს, სამეფო კლუბი იმ წამსვე გააქტიურდება და მის დაყოლიებას შეეცდება. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA-ც ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები