ჩელსი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: “კვარას სკამზე დატოვება? იგივეს გავაკეთებდი”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენმა ჩელსის უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ენრიკე:

„სანაკრებო პაუზის შემდეგ ცუდ ფორმაში ვიყავით, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. გვქონდა პრობლემები, რომლებიც აღმოვფხვერით. მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემი გუნდის ირგვლივ ყოველთვის ხმაურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი გუნდი მყავს. კრიტიკა ზოგადად ნორმალურია და ეს უნდა მივიღოთ.

არავინ საუბრობს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე დღეს. როდესაც ამ მხრივ პრობლემები გვქონდა, ყველა ამას განიხილავდა. რთულია ახსნა რა მოხდა მატჩში, მთავარია ჩვენ გავიმარჯვეთ. ისეთ ფორმაში ვართ, რომ 90-ე წუთზე გოლის გატანა თავისუფლად შევძელით.

რთული მომენტები გვქონდა, მაგრამ სტადიონზე ატმოსფერო წარმოუდგენელი იყო. როგორი თამაშიც არ უნდა გვქონდეს, ბოლომდე ვიბრძვით — ჩვენ ისეთი გუნდი ვართ, რომელიც არასდროს ჩერდება. შედეგი შესანიშნავია, თუმცა ჯერ საპასუხო მატჩიც გვაქვს სათამაშო.

„მსგავს შეხვედრებში უკვე ბევრჯერ გვითამაშია და ასეთ სიტუაციებს მიჩვეულები ვართ. ყოველ ჯერზე, როცა მეტოქე ანგარიშს ათანაბრებდა, ჩვენ მაინც ჩვენს თამაშს ვაგრძელებდით. საპასუხო მატჩის მოგებასაც ვეცდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება.“

კვარას სკამზე დატოვება? ყველა ფეხბურთელისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვეძებ. მატჩი, რომ ახლა იწყებოდეს, იგივეს გავაკეთებდი"

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა. ქართველმა ვარსკვლავმა დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. ამ შედეგით კი ის არისტოკრატებთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კვარას მომენტები VS ჩელსი


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ ჩელსი ჩამოშალა - პსჟ ლონდონში სოლიდური უპირატესობით მიდის
კვარამ ჩელსი ჩამოშალა - პსჟ ლონდონში სოლიდური უპირატესობით მიდის