რეალი NBA-ს ევროპის პროექტს შეუერთდება და ევროლიგას დატოვებს
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ სულ უფრო მეტად იხრება იმ გადაწყვეტილებისკენ, რომ დატოვოს ევროლიგა და შეუერთდეს NBA-ის ევროპულ პროექტს, რომლის გაშვებაც 2027 წლისთვისაა დაგეგმილი.
ეს ნაბიჯი შესაძლოა ევროპული კალათბურთის მომავლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
იმ დროს, როდესაც „ბარსელონა“ ახლოსაა ევროლიგასთან ლიცენზიის კიდევ 10 წლით გახანგრძლივებასთან, მადრიდული კლუბი ალტერნატიულ გზას განიხილავს. AS-ის მონაცემებით, მოლაპარაკებები „რეალსა“ და NBA-ის წარმომადგენლებს შორის წინ მიიწევს.
„რეალი“, თავისი გლობალური ბრენდითა და ფინანსური სიმძლავრით, განიხილება როგორც ერთ-ერთი საკვანძო ფრანშიზა NBA-ის ევროპული პროექტის წარმატებისთვის.
კიდევ ერთი ესპანური გამოცემა COPE ამტკიცებს, რომ „რეალს“ ამ ნაბიჯის გადადგმა უკვე გადაწყვეტილი აქვს.