გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

უცხოური და კვიპროსული კლუბების ინტერესი | ქვილითაიას რამდენიმე მსურველი ჰყავს

„არისის“ პრეს-წარმომადგენელმა, კოსტას პაპადოპულოსმა გიორგი ქვილითაიაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს და მის გადაბირებაზე ერთ-ერთი კვიპროსული კლუბიც მუშაობს.

„ქვილითაია არისის ფეხბურთელია და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მის მიმართ რამდენიმე კლუბს არაოფიციალური ინტერესი აქვს. ერთ-ერთი მათგანი კვიპროსულია, მაგრამ ოფიციალური არაფერი ყოფილა.

ქვილითაია პროფესიონალიზმის მაგალითია. ის ვარჯიშებზე ყოველთვის პირველი მოდის და სულ კარგ ხასიათზეა. მასთან მიმართებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის არისის ფეხბურთელია.“

კვიპროსული წყაროების მიხედვით, კლუბი, რომელიც ქვილითაიას გადაბირებას ცდილობს, „აპოელია“. გიორგი ამ კლუბს ძალიან კარგად იცნობს და 2021-დან 2024 წლამდე მის ღირსებას იცავდა. Transfermarkt-ზე ქვილითაიას საბაზრო ღირებულება 1 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალენდრის სირთულის გათვალისწინებით კარგ პოზიციაში ვართ“ - ენრიკეს პრესკონფერენცია
„კალენდრის სირთულის გათვალისწინებით კარგ პოზიციაში ვართ“ - ენრიკეს პრესკონფერენცია