ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

სანდროს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - ტორონტომ კინგსი დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „საკრამენტო კინგსს“ ესტუმრა და 122:109 გაიმარჯვა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 32:20 წუთში 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 8-დან 3 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში საუკეთესოები 23-23 ქულით სკოტი ბარნსი და ბრენდონ ინგრემი იყვნენ. რაც შეეხება „საკრამენტოს“, რასელ უესტბრუკმა მატჩი ასევე 23 ქულით დაასრულა, ზაკ ლავინს 19 ქულა ჰქონდა, მალიქ მონკს კი 17.

27 მოგებითა და 19 მარცხით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 24 იანვარს სტუმრად, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასპროცენტიანი ბითაძე - ორლანდო ლონდონში მემფისთან დამარცხდა
ასპროცენტიანი ბითაძე - ორლანდო ლონდონში მემფისთან დამარცხდა