სტეფ კარი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი | მამუკელაშვილის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ სტუმრად დაამარცხა. კანადელებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს, 145 ქულა ჩააგდეს და 18 ქულით მოიგეს — 145:127.

მამუკელაშვილს გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. სანდრომ პარკეტზე 25 წუთი და 39 წამი გაატარა და ორმაგი დუბლი მიითვალა — 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 4-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, რომელიც ეფექტური ჩატენვა გახლდათ. სანდროს ერთი დაკარგვა ჰქონდა და ორჯერ დაჯარიმდა.

„მამუმ“ მიმდინარე რეგულარულში მესამე ორმაგი დუბლი გააკეთა და 12 მოხსნით ამ სეზონში თავისი პირადი რეკორდი გაიმეორა (ატლანტასთანაც 12 მოხსნა ჰქონდა). მის გარდა „ტორონტოს“ რიგებში 40 ქულით იმანუელ ქუიკლი გამოირჩა. სკოტი ბარნსს 26 ქულა ჰქონდა, ბრენდონ ინგრემს — 22.

„უორიორსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 25 ქულა, ბადი ჰილდმა ჩააგდო. ჯონათან კუმინგამ მატჩი 20 ქულით დაასრულა, ხოლო სტეფ კარიმ პარკეტზე გატარებულ 25 წუთში მხოლოდ 16 ქულა გაიფორმა.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 26 მოგება და 19 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. „რეპტორსი“ მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ კლასის ფეხბურთელი“ | Le Parisien კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა
„ტოპ კლასის ფეხბურთელი“ | Le Parisien კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა